понедельник, 28 сентября 2009 г.

მინდვრის ყვავილი !

ასე ქვია წიგნს რომელსაც ძიძა ყოველ საღამოს უკითხავს ხოლმე ბაშვებს ძილის წინ. საოცრად კეთილი მოთხრობაა მინდვრის ყვავილზე რომელიც ყოველ ახალ სეზონზე ახალი ფერებით აოცებს მისი სილამაზით მთვრალ დაკვირვებულ თვალებს…

მთავარი იდეა ზუსტად ამაშია ყველა უნდა აღფრთოვანდეს და ამას ყოველ ჯერზე ახალი მიზეზი უნდა ჰქონდეს, თუმცა ერთი საინტერესო გარემოება ახასიათებს ზღაპრების მთელ ამ სერიას კიდევ უფრო დაკვირვებული თვალისათვის, მინდვრის ყვავილს არც ზომა არც ხასიათი და არც ფოთლების განლაგება არ ეცვლება ის მხოლოდ ფერს იცვლის!!

ფერები დროდადრო უფრო ხალისიანი და მხიარულია რაც მკიტხველს უფრო და უდრო ბედნიერს ხდის……. იმდენად შეეჩვია ბავშვების ყური ამ ლამაზ ისტორიას რომ სხვა აღარაფრის მოსმენა არ უნდათ ის ხომ ასე ლამაზად მთავრდება

დრო მიდის ბავშვებიც იცვლებიან ბავშვებთან ერთად ფერებიც სულ უფრო და უფრო ღიავდება ეს და ბოლოს როდესაც ღია ფერების გამა გამოილია ზღაპარიც დამთავრდა!! და როცა ყველას ეგონა რომ ახალ ზღაპარს ახალი გმირებით დაგვიწერდა ვინმე კეთილი მეზღაპრე არა!! იგივე მეზღაპრის იგივე ზღაპარი ახალი ფერებით განმეორდება ჩვენს იმედით და ოცნებით გადატვირთულ ცნობიერებაში.. .. და დავიძინებთ ჩვენც ამ ტკბილი ბედნიერი დასარულით მიღებული სიხარულის ფონზე გრძეელი და ღრმა ძილით!!

Комментариев нет:

Отправить комментарий